saqarTvelos mwvervalebi - maili

 

მაილი - მწვერვალი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდით ხოხის ქედზე, მწვერვალებს ჯიმარასა და მყინვარწვერს შორის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4506 მ. აგებულია დიორიტებითა და დიაბაზებით. კარგადაა გამოხატული თანამედროვე გამყინვარება. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი. გზა ადის მდინარე თერგის სათავეებიდან.